მოქმედი ჩემპიონი დამარცხდა! - ბელგიამ პორტუგალიას მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა [VIDEO]
![მოქმედი ჩემპიონი დამარცხდა! - ბელგიამ პორტუგალიას მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/A5vTbYAUcWyG3gRz6Gv1DcMSBg1EaCV6.jpg)
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის ეგიდით, ბელგიის ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა.
აღნიშნული დაპირისპირება სევილიაში, "ესტადიო დე ლა კარტუხაზე" გაიმართა და ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური ანგარიშით - 1:0.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და მძიმედაც დაიწყო, პირველ ნახევარში გოლის მომასწავებელი არაფერი ყოფილა, თუმცა 42-ე წუთზე ტორგან აზარმა გაისროლა და მეტოქის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.
მეორე ტაიმი პორტუგალიელებმა აქტიურად დაიწყეს, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხეს და საბოლოო ჯამში, დაპირისპირება ბელგიელთა გამარჯვებით დასრულდა.
ასე და ამგვარად, მოქმედი ჩემპიონი დამარცხდა და ამ წელს ევროპას უკვე ახალი ჩემპიონი ეყოლება.
ვიდეომიმოხილვა