მოდრიჩი: "ხორვატიამ დამატებითი დროის სტარტზე ესპანეთი კუთხეში მოამწყვდია, მაგრამ ორი მომენტი გაანიავა"

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ესპანეთთან (3:5) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.
"პირველი გოლის გატანისას გაგვიმართლა, რომელმაც დაგვაწინაურა. ამის შემდეგ მეტოქემ უკეთესად ითამაშა - პირველი 60 წუთი, როგორც მინიმუმ. ზედმეტად ღრმად ვიყავით განლაგებულნი ჩვენს ნახევარზე და ესპანელებს თამაშის უფლებას ვაძლევდით".
"როცა უფრო წინ წავედით, მეტი მომენტი შევქმენით და სწორედ ასე მოვახერხეთ ანგარიშის გათანაბრება. ხასიათი და ოსტატობა გამოვავლინეთ".
"დამატებითი დროის დასაწყისში ისინი კუთხეში მოვამწყვიდეთ, მაგრამ ორი ბრწყინვალე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ამის შემდეგ მატჩი შეიცვალა და გაშვებული გოლების აღმოფხვრა ვერ მოვახერხეთ", - განაცხადა მოდრიჩმა.