ავტორიზაცია

ვინ დასახელდა საფრანგეთი - შვეიცარიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ვინ დასახელდა საფრანგეთი - შვეიცარიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
თარიღი 29 ივნ 2021, 02:15

შვეიცარიის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთი დაამარცხა (3:3, 5:4 პენალტების სერიაში).

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად შვეიცარიელთა კაპიტანი, გრანიტ ჯაკა დასახელდა.

"არსენალის" ნახევარმცველმა საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, მან ფორვარდ მარიო გავრანოვიჩს გაატანინა, რომელმაც 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

ცნობისთვის, 2020/21 წლების სეზონში ჯაკამ პრემიერ ლიგაში 31 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.