ავტორიზაცია

ოფიციალურად: რობერტო სოლდადო ლა ლიგის სხვა გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: რობერტო სოლდადო ლა ლიგის სხვა გუნდში გადავიდა
თარიღი 29 ივნ 2021, 12:28

„ლევანტემ“ ცნობილი ესპანელი თავდამსხმელის, რობერტო სოლდადოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

36 წლის ფეხბურთელთან ვალენსიურმა კლუბმა 2023 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. სოლდადო „ლევანტეს“ სრულიად უფასოდ შეუერთდა, მას შემდეგ, რაც „გრანადასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.

2020/21-სეზონში, ვეტერანმა ფორვარდმა 43 მატჩში 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. „გრანადაში“ სოლდადო 2019 წლიდან ასპარეზობდა.

იქამდე, მას „ვილიარეალში“, „ტოტენჰემში“, „ვალენსიაში“, „ხეტაფეში“, „ოსასუნაში“ და „რეალში“ ჰქონდა ნათამაშები.