ავტორიზაცია

"დაძინება გამიჭირდება", - მბაპეს პირველი კომენტარი საფრანგეთის ნაკრების გავარდნის შემდეგ

"დაძინება გამიჭირდება", - მბაპეს პირველი კომენტარი საფრანგეთის ნაკრების გავარდნის შემდეგ
თარიღი 29 ივნ 2021, 12:38

საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ, შვეიცარიასთან გაცუდებულ პენალტსა და ევრო 2020-დან გავარდნაზე, კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა.

„ამ ფურცლის გადაშლა ძალიან რთულია. წარმოუდგენელი მწუხარება მაქვს ამ გავარდნის შემდეგ, რადგან დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ამ პენალტის გამო ბოდიშს ვიხდი. გუნდის დახმარება მინდოდა, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. დაძინება გამიჭირდება, მაგრამ, ეს სპორტი მისი კარგი და ცუდი პერიოდებით მი ყვარს.

ვიცი, რომ თქვენ, გულშემატკივრები, იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ამავდროულად, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მთავარია - უახლოესი გამოწვევებისთვის კიდევ უფრო მოვძლიერდეთ. წარმატებები შვეიცარიას.“ - წერს მბაპე „ინსტაგრამში“.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ს მერვედფინალში საფრანგეთმა და შვეიცარიამ ფრე, 3:3 ითამაშეს, თუმცა ფავორიტი პენალტებში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.