ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლილის გამჩეპიონებელი მწვრთნელი სხვა ფრანგულ გუნდში დაინიშნა

ოფიციალურად: ლილის გამჩეპიონებელი მწვრთნელი სხვა ფრანგულ გუნდში დაინიშნა
თარიღი 29 ივნ 2021, 12:41

ფრანგმა სპეციალისტმა კრისტოლ გალტიემ, რომელმაც გასულ სეზონში „ლილი“ საფრანგეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა, ოფიციალურად „ნიცა“ ჩაიბარა.

ამის შესახებ „ნიცას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება. გალტიემ, რომელიც „ლილს“ სათავეში 4 წლის მანძილზე ედგა, გუნდიდან წასვლის განცხადება ჯერ კიდევ მაისში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული ლიგა 1-ს 38-ე ტურში, „ლილმა“ „ანჟერი“ 2:1 დაამარცხა და საფრანგეთში „პსჟ-ს“ სამწლიანი ჰეგემონია დაამხო. გუნდმა 83 ქულა დააგროვა და დედაქალაქური კლუბი 1 ქულით ჩამოიტოვა.

„ლილისთვის“ აღნიშნული ჩემპიონობა ისტორიაში მეოთხე აღმოჩნდა. გუნდმა აქამდე ტიტულის მოგება 1946, 1951 და 2011 წლებში მოახერხა.