ავტორიზაცია

უარი ბოლონიას - კოლაროვი ინტერში რჩება

უარი ბოლონიას - კოლაროვი ინტერში რჩება
თარიღი 29 ივნ 2021, 13:14

სერბი მცველი ალექსანდრ კოლაროვი მილანის „ინტერთან“ კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერში“ იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელის ხელფასი ახალი კონტრაქტის მიხედვით წლიურად 1.5 მილიონი ევრო იქნება.

კოლაროვის გადაბირებით ინტერესდებოდა „ბოლონია“ და პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი. გუნდი მზად იყო, ფეხბურთელისთვის 1+1 კონტრაქტი შეეთავაზებინა, თუმცა სერბმა „ინტერში“ დარჩენა ამჯობინა.