ავტორიზაცია

"დე ნიროს დავურეკავ და ვკითხავ, ჩემი როლის შესრულება ხომ არ სურს", - შვეიცარიის მეკარე

"დე ნიროს დავურეკავ და ვკითხავ, ჩემი როლის შესრულება ხომ არ სურს", - შვეიცარიის მეკარე
თარიღი 29 ივნ 2021, 13:18

შვეიცარიის ნაკრების გოლკიპერმა, იან სომერმა, პენალტების სერიაში საფრანგეთის ნაკრების დამარცხებაზე ემოციური კომენტარი გააკეთა.

„საფრანგეთთან მატჩი და ჩემს მიერ მოგერიებული პენალტი ჰოლივუდურ სიუჟეტს ჰგავდა? დიახ, სცენარი ნამდვილად შეშლილი გამოვიდა. რობერტ დე ნიროს დავურეკავ და ვკითხავ, იქნებ, მას ფილმში ჩემი როლის შესრულება მოუნდება.

ეს არის ისტორია. ამ გუნდით წარმოუდგენლად ვამაყობ. მატჩამდე ჩვენი არავის სჯეროდა, მაგრამ გუნდმა დაიფიცა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე ითამაშებდა.“ - ციტირებს სომერის სიტყვებს SPOX.

შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალური მატჩი შვეიცარია - საფრანგეთის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, პენალტებში კი შვეიცარიელებმა 5:4 იმარჯვეს და მსოფლიო ჩემპიონი ევროპის ჩემპიონატს ნაადრევად გამოთიშეს.

შემდეგ ეტაპზე შვეიცარიელების მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ, ხორვატიას სძლია.