ავტორიზაცია

"მთელი სტადიონი ტაშს უკრავდა - ესპანელი გულშემატკივრებიც კი", - მოურინიომ მოდრიჩი შეაქო

"მთელი სტადიონი ტაშს უკრავდა - ესპანელი გულშემატკივრებიც კი", - მოურინიომ მოდრიჩი შეაქო
თარიღი 29 Jun 2021, 21:46

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ხორვატიის ნაკრებისა და "რეალის" ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის თამაშზე ისაუბრა.

"გუშინ, როცა მოდრიჩმა დამატებითი დროის შემდეგ მოედანი დატოვა, არა მხოლოდ ხორვატი გულშემატკივრები, მთელი სტადიონი უკრავდა ტაშს - ესპანელი გულშემატკივრებიც კი".

"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველა პატივს სცემს", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს talkSPORT.

მოგეხსენებათ, ხორვატიის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთთან (3:5) დამატებით დროში დამარცხდა.