VIDEO: დიდი დრამა ბოლო მერვედფინალში! უკრაინის ნაკრები ევრო 2020-ს შემდეგ ეტაპზეა
ევრო 2020-ს ბოლო მერვედფინალში, რომელიც გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ გაიმართა, უკრაინის ნაკრებმა დამატებით დროში შვედეთი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე, „მან.სიტის“ ფეხბურთელმა, ალექსანდრ ზინჩენკომ, ანდრეი იარმოლენკოს პასით გაიტანა.
შვედებმა პასუხის გაცემა 43-ე წუთზე მოახერხეს, როცა ალექსანდრ ისაკმა ემილ ფორსბერგს გაატანინა და ტაბლოზე წონასწორობა აღდგა.
ძირითად დროში მეტი გოლი აღარ გასულა - შევჩენკოს გუნდმა ძირითადი აქცენტი საკუთარი კარის დაცვაზე გადაიტანა და ეს წარმატებით გამოუვიდა - მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
98-ე წუთზე, დანიელსონმა მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა, ტრავმა მიაღებინა, თავად წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი 10-კაციანი დარჩა.
რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, უკრაინამ აქცენტი შეტევაზე გააკეთა და მატჩის მოგება პენალტებამდე მიყვანის გარეშე სცადა და ეს წარმატებითაც გამოუვიდა - კომპენსირებული დროის უკვე დამატებულ წუთებზე, როცა თითქოს პენალტები გარდაუვალი იყო, უკრაინამ დობვიკის დახმარებით გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა.
ევრო 2020-ს მეოთხედფინალში უკრაინის ნაკრების მეტოქე ინგლისი იქნება.