ავტორიზაცია

ვინ დასახელდა შვედეთი - უკრაინას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ვინ დასახელდა შვედეთი - უკრაინას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
თარიღი 30 ივნ 2021, 02:02

ევრო 2020-ს 1/8-ფინალში უკრაინამ დამატებით დროში შვედეთს 2:1 მოუგო.

აღნიშნული დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელად უკრაინელთა ნახევარმცველი, ანდრეი ზინჩენკო დასახელდა.

ზინჩენკომ ამ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - 27-ე წუთზე თავად გაიტანა, 120+1-ზე კი დოვბიკს გაატანინა.

ანდრეი შევჩენკოს შეგირდები მეოთხედფინალში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც თავის მხრივ, 1/8-ფინალში გერმანიის ბარიერი გადალახეს.

ცნობისთვის, უკრაინა - ინგლისის დაპირისპირება 3 ივლისს, რომში გაიმართება.