ავტორიზაცია

"ზოგჯერ ფეხბურთი სასტიკია... სასტიკი და ლამაზი", - პოგბა ევრო 2020-დან გავარდნაზე

"ზოგჯერ ფეხბურთი სასტიკია... სასტიკი და ლამაზი", - პოგბა ევრო 2020-დან გავარდნაზე
თარიღი 30 Jun 2021, 10:13

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ევრო 2020-ის 1/8 ფინალში შვეიცარიასთან (3:3, 4:5 - პენალტების სერიაში) მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა.

"ზოგჯერ ფეხბურთი სასტიკია... სასტიკი და ლამაზი. გუშინ თამაშმა ჩვენ მწუხარება მოგვიტანა, მაგრამ ჩვენს მეტოქეებს სიხარული. ამაშია ფეხბურთის მშვენიერება. რა თქმა უნდა, ყველას გვინდოდა, რომ დადებითი შედეგი გვქონოდა".

"დიდი მადლობა ყველა ჩვენს გულშემატკივარს მთელი მსოფლიოს გარშემო. სასიამოვნო იყო თქვენი ხილვა, თქვენი მოსმენა და თქვენთან ერთად აღნიშვნა. ყველა ჩვენი მატჩის დროს იმედს და სიხარულს გვჩუქნდით. თავს მაღლა ავწევთ და ძლიერები დავბრუნდებით".

"და ბოლოს, მინდა შვეიცარიას მივულოცო", - წერს პოგბა სოციალურ ქსელში.