ავტორიზაცია

შვეიცარიასთან წაგების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა კილიან მბაპეს შეტყობინება გაუგზავნა

შვეიცარიასთან წაგების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა კილიან მბაპეს შეტყობინება გაუგზავნა
თარიღი 30 ივნ 2021, 16:38

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ, კილიან მბაპეს გამოექომაგა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მე-80 წუთზე 3:1-ს იგებდნენ, თუმცა შვეიცარიამ 10 წუთში ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ, პენალტები უნაკლოდ შეასრულა. საფრანგეთის რიგებიდან, გადამწყვეტი პენალტი კილიან მბაპემ გააფუჭა.

RMC Sport-ის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა, ამ მატჩის შემდეგ მბაპეს მისწერა მესიჯი, რომელშიც მხარდაჭერა გამოუთქვა. იწერება, რომ მაკრონმა და კილიანმა ამ მესიჯის შემდეგ რეპლიკები გაცვალეს.

მიუხედავად მთავარი ფავორიტის სტატუსისა, დიდიე დეშამის ნაკრები ევრო 2020-ს ნაადრევად, მერვედფინალიდან გამოეთიშა. რაც შეეხება შვეიცარიას, გუნდი მეოთხედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.