ავტორიზაცია

VIDEO: "შენელებულმა კადრმა ისევ ყველაფერი გაამძაფრა", - ლინეკერის აზრით, შვედი ფეხბურთელი გასაძევებელი არ იყო

VIDEO: "შენელებულმა კადრმა ისევ ყველაფერი გაამძაფრა", - ლინეკერის აზრით, შვედი ფეხბურთელი გასაძევებელი არ იყო
თარიღი 30 ივნ 2021, 17:08

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, შვედეთი - უკრაინის მატჩში მარკუს დანიელსონის გაძევებაზე ისაუბრა.

შვედმა ფეხბურთელმა თამაშის წესები არტიომ ბესედინის წინააღმდეგ დაარღვია, რომელმაც, ტრავმის გამო, თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. თუმცა, ლინეკერი არ ფიქრობს, რომ ამ ფოლის გამო, ფეხბურთელი წითელ ბარათს იმსახურებს. 

„ეს წითელი ბარათი არ არის, მან ბურთის მოგერიების სრული უფლება ჰქონდა. შენელებულმა კადრმა უმტკივნეულო ეპიზოდი ისევ გამოაჩინა, როგორც რაღაც უფრო მძაფრი. სასაცილოა.

როცა ბურთს კარგავ, ფეხის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ის ფაქტი, რომ ფეხბურთელმა შემთხვევითობის გამო ტრავმა მიიღო, ჯარიმას არ ნიშნავს, რომ აღარაფერი ვთქვათ წითელ ბარათზე.“ - წერს ლინეკერი „ტვიტერში“.

შეაფასეთ ეპიზოდი თავად: