ავტორიზაცია

"არსებობს გარკვეული წითელი ზღვარი, რომლის გადაბიჯებაც არ შეიძლება", - ფიფას პრეზიდენტი სუპერლიგაზე

"არსებობს გარკვეული წითელი ზღვარი, რომლის გადაბიჯებაც არ შეიძლება", - ფიფას პრეზიდენტი სუპერლიგაზე
თარიღი 30 ივნ 2021, 23:35

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ევროპის სუპერლიგის პროექტზე ისაუბრა.

ფიფა სუპერლიგის წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ დიალოგისკენ მოუწოდა. როგორია ამ საკითხში ფიფას პოზიცია?

ჩვენ საკუთარი პოზიცია ძალიან მკვეთრად დავაფიქსირეთ. როგორც ფიფას პრეზიდენტმა, მე დიალოგი უნდა ვმართო და ანალიზი მოვახდინო.

ჩვენ ყოველთვის დავიცავთ საფეხბურთო პირამიდის ტურნირებს. აუცილებელია გავაანალიზოთ და დავადგინოთ, თუ რა პრობლემები არსებობს ფეხბურთში და როგორ შეიძლება მათი მოგვარება.

არსებობს გარკვეული წითელი ხაზი, რომლის გადაბიჯებაც უბრალოდ არ შეიძლება.“ - აღნიშნა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის იდეით აპრილში 12 ევროპული გრანდი წარსდგა, მათი სურვილი იყო ტურნირის დაარსება, რომელსაც 15 მუდმივი მონაწილე ეყოლებოდა, 5 კი - გაურკვეველი პრინციპით მოწვეული. საზოგადოებისგან წამოსული ნეგატივის შემდეგ, პროექტის დატოვების განცხადება 9 კლუბმა გააკეთა და მასში ამ ეტაპამდე მხოლოდ სამნი რჩებიან: „ბარსელონა", „იუვენტუსი" და „რეალი". უეფა მათ ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციით ემუქრებოდა, თუმცა ვერაფერს გახდა.