ავტორიზაცია

კვლავ აქტუალური - "ლესტერისთვის უარის თქმით, კვერკველიამ კარიერა დაინგრია", - მამუკა ჯუღელი

კვლავ აქტუალური - "ლესტერისთვის უარის თქმით, კვერკველიამ კარიერა დაინგრია", - მამუკა ჯუღელი
თარიღი 01 ივლ 2021, 10:35

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, საბა კვერკველიამ მოსკოვის "ლოკომოტივი" ოფიციალურად დატოვა.

თავად ქართველი უკანახაზელის განცხადებით, რუსეთში ის არ გაჩერდება და მისი შემდეგი გაჩერება ევროპის ტოპ-5 იქნება.

იყო დრო, როდესაც "რკინიგზელთა" ყოფილი ცენტრბექი რეალურად ახლოს იყო ტოპ ჩემპიონატში გადასვლასთან, ამაზე მეტყველებს მამუკა ჯუღელის სიტყვები:

"ჩემთვის კვერკველია იყო რუსეთის ჩემპიონატის ნომერ პირველი მცველი, რომელმაც სამი წელი პრაქტიკულად შეუცვლელად ითამაშა.

მას მოგვიანებით დაეწყო კუნთის ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ის ლოკომოტივის შემადგენლობიდან ამოვარდა.

ლესტერისთვის უარის თქმით კი ქართველმა უკანახაზელმა კარიერა დაინგრია. ვიღაცისთვის რუსეთის პრემიერ ლიგაში საუკეთესო ცენტრბექი არის ლოვრენი, ჯიქია ან ჟიგო, ჩემთვის კი ასეთი საბაა".