ლაპორტა: "დიდი სიამოვნებით ვიტყოდი, რომ მესი რჩება, მაგრამ ჯერჯერობით, ამას ვერ გავაკეთებ"
მოგეხსენებათ, 7504 დღის შემდეგ პირველად, ოფიციალურად და იურიდიულად, ლიონელ მესი „ბარსელონას“ ფეხბურთელი არ არის და ამჟამად, თავისუფალი აგენტის სტატუსში იმყოფება.
არგენტინელი ფეხბურთელი „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით, შეთანხმება მიღწეული არ არის.
„ბარსას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ამ საკითხზე აღელვებული არ ჩანს, თუმცა, ბოლომდე დამამშვიდებელ კომენტარსაც ვერ აკეთებს:
„ჩვენ გვინდა, რომ ლეო დარჩეს და მასაც სურს დარჩენა. ყველაფერი კარგად მიდის და ვცდილობთ, გამოვნახოთ გამოსავალი, რომელიც ორივეს დაგვაკმაყოფილებს.
ამჟამად, ყველაფერი ფეირ-პლეის საკითხშია. დიდი სიამოვნებით ვიტყოდი, რომ ის რჩება, თუმცა ამას ჯერ ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ საკითხებია მოსაგვვარებელი.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.