ავტორიზაცია

VIDEO: იტალიამ ბელგიას დაძაბულ შეხვედრაში მოუგო და ევრო 2020-ის ნახევარფინალშია!

VIDEO: იტალიამ ბელგიას დაძაბულ შეხვედრაში მოუგო და ევრო 2020-ის ნახევარფინალშია!
თარიღი 03 Jul 2021, 00:59

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი 1/4 ფინალური მატჩის ეგიდით, ერთმანეთს ბელგიისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

აღნიშნული შეხვედრა მიუნხენში, სტადიონ "ალიანც არენაზე" გაიმართა და "სკუადრა აძურას" გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

პირველი გოლი მატჩის დებიუტშივე გავიდა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა - მე-13 წუთზე, ლეონარდო ბონუჩიმ მეტოქის კარი თამაშის წესის დარღვევით აიღო.

31-ე წუთზე, იტალიელებმა მეორე გოლი გაიტანეს, ამჯერად თამაშის წესების სრული დაცვით და დაწინაურდნენ - თავი ნიკოლო ბარელამ გამოიჩინა.

პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, ლორენცო ინსინიემ ულამაზესი დარტმით "სკუადრა აძურას" უპირატესობა ორამდე გაზარდა, თუმცა ზუსტად ორ წუთში რობერტო მანჩინის შეგირდების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რომელუ ლუკაკუმ ზუსტად შეასრულა და სხვაობა შეამცირა.

მეორე ნახევარი ბელგიელთა აქტიურობით დაიწყო და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს - საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და იტალია 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ვიდეომიმოხილვა