ავტორიზაცია

ოფიციალურად: ნორვიჩმა ჩელსის ნახევარმცველი ინათხოვრა

ოფიციალურად: ნორვიჩმა ჩელსის ნახევარმცველი ინათხოვრა
თარიღი:  03 ივლ 2021, 15:49

„ნორვიჩმა“ „ჩელსის“ შოტლანდიელი ნახევარმცველი, ბილი გილმორი ერთწლიანი იჯარით გადაიბირა.

„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ახალ სეზონს მოუთმენლად ველი. მიხარია, რომ აქ გადმოვედი და მსურს, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და გუნდს პრემიერ ლიგაში დარჩენაში დავეხმარო.

მთავარ მწვრთნელს ველაპარაკე. მან დამირეკა და სასიამოვნოდ ვისაუბრეთ. მან ამიხსნა, რა როლს მოიაზრებს ჩემთვის გუნდში. მან მითხრა სწორედ ის, რსი მოსმენაც მე მინდოდა. მწვრთნელმა გუნდზე ძალიან კარგად ისაუბრა და მე აქ გადმოსვლა და მათი დახმარება მომინდა.“ - ციტირებს გილმორის სიტყვებს „ნორვიჩის“ პრესსამსახური.

გასულ სეზონში, გილმორმა „ჩელსის" მაისურით პრემიერ ლიგაში 5 მატჩში ითამაშა და საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია.