ორ ფრანგულ გუნდს უმაღლესი დივიზიონიდან ლიგა 2-ში აქვეითებენ, ერთ-ერთი მათგანი ბორდოა!
ფრანგული გუნდები „ბორდო“ და „ანჟერი“ შესაძლოა უმაღლესი დივიზიონიდან მოკვეთონ.
როგორც გამოცემა Get French Football News იტყობინება, ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა მართვის ეროვნული დირექტორების მიერ იქნეს მიღებული - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფრანგული კლუბების ფინანსურ ანგარიშებს აკონტროლებს.
„ანჟერის“ ლიგა 2-ში გადაყვანის გადაწყვეტილება ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება, კლუბმა უკვე აპელაცია შეიტანა, რომლის მმართველი, საიდ შაბანიც აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ერთი კონკრეტული საბუთის არქონამ იმოქმედა.
რაც შეეხება „ბორდოს“, მისი დაქვეითების გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის გამო, რომ კლუბის მმართველ კომპანია King Street-ს მისი დაფინანსება აღარ სურს. ამავდროულად, კლუბის შეძენა „ლილის“ ექს-მფლობელს, ჟერარ ლოპესს უნდა, რომელიც იმედოვნებს, რომ „ბორდოს“ აპელაცია დაკმაყოფილდება და კლუბს ლიგა 1-ში დატოვებენ.
მოკლედ და კონკრეტულად, ორივე კლუბმა მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, რომელიც გადაწყვეტილებას ლიგა 1-ს ახალი სეზონის დაწყებამდე მიიღებს. ტურნირი სტარტს 2021 წლის 7 აგვისტოს იღებს.