ავტორიზაცია

არსენალი და ბრაიტონი ჯერაც ვერ თანხმდებიან, სიტუაციას ევერტონი აკვირდება

არსენალი და ბრაიტონი ჯერაც ვერ თანხმდებიან, სიტუაციას ევერტონი აკვირდება
თარიღი 03 ივლ 2021, 16:15

„არსენალი“ და „ბრაიტონი“ ცენტრალური მცველის, ბენ უაითის თაობაზე შეთანხმების მიღწევას ჯერ ვერ ახერხებენ.

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მოლაპარაკებების სიტუაციას „ევერტონი“ აკვირდება, რომელიც მზადაა ჩაერთოს და შანსის გამოჩენის შემთხვევაში, უაითი თავისთან წაიყვანოს.

ივნისის ბოლოს იწერებოდა, რომ „მეთოფეები“ ტრანსფერის 58 მილიონ ევროდ დახურვასთან ახლოს იყვნენ. მხარეები თანხის გადახდის მეთოდებზე მსჯელობდნენ, რადგან „არსენალს“ სრული თანხის ერთიანად გადახდა არ სურს, ამან მოლაპარაკებებში სირთულეები შეიტანა.

გასულ სეზონში, უაითმა „ბრაიტონის“ მაისურით 39 მატჩში ითამაშა, რომელშიც გუნდმა კარის მშრალად შენახვა 12-ჯერ მოახერხა.