ავტორიზაცია

VIDEO: ერთი ზღაპარი დასრულდა, მეორე კი - გრძელდება! დანია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

თარიღი 03 ივლ 2021, 21:56

ევრო 2020-ს მესამე მეოთხედფინალში დანიამ ჩეხეთს 2:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ანგარიში მატჩის უკვე მე-5 წუთზე გაიხსნა, როცა დილეინიმ მოახერხა ვაცლიკის კარის აღება და საკუთარი გუნდის დაწინაურება.

42-ე წუთზე კასპერ დოლბერგმა ამ ევროზე მორიგი, უკვე მესამე გოლი გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

ჩეხები ბრძოლაში 49-ე წუთზე დაბრუნდნენ, როცა პატრიკ შიკმა ამ ტურნირზე მეხუთე გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა. გუნდს მატჩში დასაბრუნებლად თითქმის სრული ტაიმი ჰქონდა, თუმცა ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს.

ამრიგად, ჩეხეთის წარმატებული სვლა ევრო 2020-ზე დასრულდა, დანიის კი გრძელდება - ჰიულმანდის გუნდი ევროპის პირველობის ნახევარფინალშია, სადაც უკრაინა-ინგლისის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.