ავტორიზაცია

კოუტინიოს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, თუმცა მხოლოდ იჯარის ვარიანტს განიხილავს

კოუტინიოს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, თუმცა მხოლოდ იჯარის ვარიანტს განიხილავს
თარიღი 03 ივლ 2021, 23:41

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ კარიერა შეიძლება ესპანეთში გააგრძელოს, წერს Football Espana.

ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, 29 წლის ბრაზილიელის დამატება "მილანს" სურს. "როსონერი" ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელს ეძებს, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით "ინტერში" გადავიდა.

კოუტინიოს ცუდი ფიზიკური ფორმის გამო, "მილანი" მხოლოდ არენდის ვარიანტს განიხილავს.

2020/21 წლების სეზონში კოუტინიომ მენისკის ტრავმის გამო "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.