ავტორიზაცია

ვინ დასახელდა ჩეხეთი - დანიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ვინ დასახელდა ჩეხეთი - დანიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
თარიღი 03 ივლ 2021, 23:45

დანიის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჩეხეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ტომას დილეინიმ და კასპერ დოლბერგმა გაიტანეს. სწორედ დილეინი დასახელდა აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად.

ნახევარფინალში დანიელები უკრაინა - ინგლისის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან, ეს შეხვედრა ამ წუთებში რომში მიმდინარეობს.

დანიის მონაწილეობით ნახევარფინალური მატჩი 7 ივლისს, ლონდონში, სტადიონ "უემბლიზე" გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს 6 ივლისს იტალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან.

VIDEO: ერთი ზღაპარი დასრულდა, მეორე კი - გრძელდება! დანია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია