VIDEO: კეინის დუბლი — ინგლისმა უკრაინა გაანადგურა და ევრო 2020-ის 1/2 ფინალში გავიდა
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს უკრაინისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
აღნიშნული შეხვედრა რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა - 0:4.
ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - მე-4 წუთზე, ინგლისი ჰარი კეინმა დააწინაურა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.
ინგლისელებმა მეორე ნახევრის დებიუტშიც გაიტანეს - 46-ე წუთზე, ჰარი მაგუაირმა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ზუსტად ოთხ წუთში კი კეინმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა გამანადგურებელი გახადა.
საბოლოო შედეგი ჯორდან ჰენდერსონმა დააფიქსირა, რომელმაც უკრაინელთა კარი 63-ე წუთზე აიღო, მოედანზე შესვლიდან 6 წუთში.
ასე და ამგვარად, ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში დანიას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ დღეს ჩეხეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ვიდეომიმოხილვა