ავტორიზაცია

გამორჩეული ტალანტის დაბრუნება - ჰალილოვიჩი ახალ კლუბში გადადის

გამორჩეული ტალანტის დაბრუნება - ჰალილოვიჩი ახალ კლუბში გადადის
თარიღი 04 ივლ 2021, 10:38

25 წლის ხორვატი ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი კარიერის თურქეთში გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ჰალილოვიჩის შეძენით აქტიურად "გალათასარაია" დაინტერესებული და მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია.

ჩვენივე ცნობით, ჰალილოვიჩის შეძენით ბერძნული "პანათინაიოკსი" და რამდენიმე რუსული კლუბი ინტერესდება.

მოგეხსენებათ, წლების წინ ჰალილოვიჩის მსოფლიოს გამორჩეული ტალანტი იყო. 2012 წელს ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.

თავის დროზე, ჰალილოვიჩი "დინამო ზაგრებში", "ბარსელონაში", "ჰამბურგში", "მილანსა" და "ჰერენვეენში" თამაშობდა.

მის ამჟამინდელ კლუბ "ბირმინგემს" ალანთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამ შემთხვევაში, "გალათასარაის" მის სანაცვლოდ თანხის გადახდა მოუწევს.