ავტორიზაცია

გზა ოქროს ბურთისკენ?! ლეო მესის არანორმალური სტატისტიკა მიმდინარე კოპა ამერიკაზე

გზა ოქროს ბურთისკენ?! ლეო მესის არანორმალური სტატისტიკა მიმდინარე კოპა ამერიკაზე
თარიღი 04 Jul 2021, 11:41

ლიონელ მესი თავის ნაკრებს პირველი ტიტულისკენ მიუძღვება.

მიმდინარე კოპა ამერიკაზე ლიონელ მესი ინდივიდუალური თვალსაზრისით უბრალოდ შეუდარებელია - განსაკუთრებით ჯგუფის ბოლო მატჩსა და მეოთხედფინალში, ლეომ თავისი გუნდის პრაქტიკულად ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა და შესანიშნავი სტატისტიკა აქვს.

ამ ტურნირზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში, მესიმ 8 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4-ჯერ თავად გაიტანა, 4 კი თანაგუნდელს გაატანინა.

შედარებისთვის, მესის უახლოესი მდევარი ბომბარდირთა და ასისტენტთა დავაში - ნეიმარია, რომელსაც 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ნახევარფინალური ეტაპია, ნეიმარს მესის გადასწრება საკმაოდ გაუჭირდება და დიდი ალბათობით, მესის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობა უკვე განაღდებული აქვს.

1. მესი (არგენტინა) – 4 გოლი, 4 ასისტი

2. ნეიმარი (ბრაზილია) – 2 გოლი, 2 ასისტი

3. კარილიო (პერუ) – 2 გოლი, 1 ასისტი

3. ლაპადულა (პერუ) – 2 გოლი, 1 ასისტი

3. ვარგასი (ჩილე) – 2 გოლი, 1 ასისტი