ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონას შემტევი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

ოფიციალურად: ბარსელონას შემტევი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 04 ივლ 2021, 14:12

„ბარსელონას“ პორტუგალიელი შემტევი, ფრანციშკუ ტრინკაო, კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

„მგლების“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ 21 წლის ტრინკაუ მათ გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალში „ვულვზს“ მისი გამოსყიდვაც შეეძლება. 

ამრიგად, ნუნუ ეშპირიტუ სანტუს წასვლის მიუხედავად, „ვულვერჰემპტონში“ პორტუგალიური დიასპორა გრძელდება - ტრინკაუ გუნდის მეშვიდე პორტუგალიელი ფეხბურთელი იქნება.

მის გარდა, გუნდში ირიცხებიან: რუი პატრისიუ, პედრუ ნეტუ, ჟოაო მოუტინიო, რუბენ ნევეში, რაფა სილვა და ნელსონ სემედო.

ტრინკაუ „ბარსელონას“ გასულ ზაფხულს, „ბრაგადან“ შეუერთდა, თუმცა „კამპ ნოუზე“ თავის პირველ სეზონში თავის სათანადოდ წარმოჩენა და დამკვიდრება ვერ მოახერხა.