ავტორიზაცია

ჩეხეთთან მოგების შემდეგ, ერიქსენმა დანიის ნაკრების ფეხბურთელებს საერთო ჩატში მისწერა

ჩეხეთთან მოგების შემდეგ, ერიქსენმა დანიის ნაკრების ფეხბურთელებს საერთო ჩატში მისწერა
თარიღი 04 Jul 2021, 15:25

„ინტერის“ და დანიის ნაკრების ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, თავისი გუნდის ევრო 2020-ს ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, ფეხბურთელების საერთო ჩატში მიიწერა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ერიქსენმა ჩეხეთთან მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც დანიამ 2:1 დილეინის და დოლბერგის გოლებით მოიგო, ჩატში შემდეგი სიტყვები დაწერა: „ვამაყობ თქვენით!“

შეგახსენებთ, რომ ერიქსენმა ევრო 2020-ს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში გულის შეტევა გადაიტანა, რომლის გამოც ექიმებს მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწიათ. საბედნიეროდ, დნაიელი ნახევარმცველი გადარჩა, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, მოახერხებს თუ არა ის საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას.

ევრო 2020-ის ჯგუფში პირველი ორი მატჩის წაგების მიუხედავად, დანიამ ნახევარფინალამდე შეძლო მისვლა, სადაც მისი მეტოქე ინგლისის ეროვნული გუნდი იქნება. მატჩი 7 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.