ავტორიზაცია

"გაცინებაც კი არ მინდა, იმდენად საცოდაობა და საშინელება იყო", - ალან შირერმა ჩირო იმობილე გააკრიტიკა

"გაცინებაც კი არ მინდა, იმდენად საცოდაობა და საშინელება იყო", - ალან შირერმა ჩირო იმობილე გააკრიტიკა
თარიღი 04 ივლ 2021, 15:33

ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, ალან შირერმა, იტალიელი ფორვარდი, ჩირო იმობილე გააკრიტიკა.

ბელგიის ნაკრების კარში, „აძურას“ მიერ გატანილ პირველ გოლამდე რამდენიმე წამით ადრე, იმობილე საჯარიმოში დაეცა და ცდილობდა, არბიტრისთვის ეჩვენებინა, რომ მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. როცა იმობილემ დაინახა, რომ ნიკოლო ბარელამ გოლი გაიტანა, ტკივილმა წამიერად გაუარა, წამოხტა და თანაგუნდელებთან გოლის აღსანიშნავად გაიქცა.

„ამაზე გაცინებაც არ მინდა. იმიტომ, რომ ეს საცოდაობა იყო. გამოჩნდა, რომ მან მსაჯს ჯერ კიდევ დაცემამდე გახედა. ეს უბრალოდ საშინელებაა და სამარცხვინოა.“ - აღნიშნა შირერმა BBC-ს პირდაპირ ეთერში.

იტალიამ ბელგიას ევრო 2020-ს 1/4-ფინალში 2:1 მოუგო და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს, 6 ივლისს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

იხილეთ ვიდეო: