ავტორიზაცია

კონტრაქტი გაფორმებულია - პატრიკ ვიეირა სამწვრთნელო კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

კონტრაქტი გაფორმებულია - პატრიკ ვიეირა სამწვრთნელო კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 04 ივლ 2021, 15:58

ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველი, პატრიკ ვიეირა, სამწვრთნელო კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვიეირა „კრისტალ პალასის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ლონდონურ გუნდთან პატრიკმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და როგორც იტალიელი ინსაიდერი ამბობს, ამის შესახებ დასტური ფრანგის უახლოესი წრისგანაც მიიღო.

ამ თანამდებობაზე ვიეირა 73 წლის როი ჰოჯსონს ჩაანაცვლებს, რომელიც „პალასს“ სათავეში 2017-2021 წლებში ედგა.

საფეხბურთო კარიერა პატრიკ ვიეირამ 2011 წელს, „მანჩესტერ სიტიში“ დაასრულა, რომელშიც „ინტერიდან“ გადასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა. რაც შეეხება მწვრთნელობას, მის სამწვრთნელო კარიერაში ჯერ მხოლოდ ორი გუნდი ფიგურირებს - 2016-2018 „ნიუ იორკ სიტი“, 2018-2020 – „ნიცა“.

გავრცელებული ინფორმაციით, „კრისტალ პალასი" ვიეირას ოფიციალურად დანიშვნას უახლოეს დღეებში დაადასტურებს.