ავტორიზაცია

ოფიციალურად: მარსელმა რომადან ჩენგიზ უნდერი ინათხოვრა

ოფიციალურად: მარსელმა რომადან ჩენგიზ უნდერი ინათხოვრა
თარიღი 04 ივლ 2021, 20:04

"რომას" ნახევარმცველი, ჩენგიზ უნდერი კარიერას "მარსელში" გააგრძელებს, წერს ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი.

პროვანსალელებმა 23 წლის თურქი ფეხბურთელი იტალიელებისგან ერთი სეზონით ინათხოვრეს, მომავალ ზაფხულს მისი კონტრაქტის შესყიდვის შესაძლებლობით.

გასულ სეზონში უნდერმა "ლესტერში" იასპარეზა იჯარით, სადაც 19 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი გააკეთა.

transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა თურქის სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.