ავტორიზაცია

აიაქსი ამ ზაფხულს ტადიჩის გაყიდვას არ აპირებს

აიაქსი ამ ზაფხულს ტადიჩის გაყიდვას არ აპირებს
თარიღი 04 ივლ 2021, 20:08

"აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა თავდამსხმელ დუშან ტადიჩის მომავალზე განცხადება გააკეთა.

"დუშან ტადიჩი არ იყიდება. მას კლუბის დატოვების აბსოლუტურად არანაირი შანსი არ აქვს. "აიაქსში" რჩება, რადგან დუშანი ჩვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე საკვანძო ფეხბურთელი", - ციტირებს ოვერმარსის სიტყვებს De Telegraaf.

აქამდე გავრცელებული ცნობით, სერბეთის ნაკრების ფეხბურთელით აქტიურად ინტერესდება "მილანი".

2020/21 წლების სეზონში 32 წლის ტადიჩმა "აიაქსის" მაისურით 51 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი გააკეთა.