ავტორიზაცია

ბრაიტონის გოლკიპერი სოსიედადში გადასვლასთანაა ახლოს

ბრაიტონის გოლკიპერი სოსიედადში გადასვლასთანაა ახლოს
თარიღი 04 ივლ 2021, 20:14

"ბრაიტონის" მეკარე, მეტიუ რაიანი "რეალ სოსიედადში" გადასვლასთან ახლოს არის.

როგორც Sky Sports-ი იტყობინება, მხარეებს ბოლო დეტალებიღა დარჩათ მოსაგვარებელი.

თავად 29 წლის ავსტრალიელმა ესპანურ კლუბთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.

გასული სეზონი რაიანმა იჯარით "არსენალში" გაატარა. მან პრემიერ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაუშვა.