ავტორიზაცია

ხეტაფემ ატლეტიკოს ნახევარმცველის იჯარა შეათანხმა

ხეტაფემ ატლეტიკოს ნახევარმცველის იჯარა შეათანხმა
თარიღი 04 ივლ 2021, 23:45

"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ვიტოლო კარიერას "ხეტაფეში" გააგრძელებს.

მხარეები 31 წლის ფეხბურთელის ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ, წერს "ხეტაფეს" ოფიციალური საიტი.

ვიტოლო სამედიცინო შემოწმებას გავლის და ტრანსფერიც დაიხურება.

ხვალ, 5 ივლისს, "ხეტაფე" ვიტოლოს ახალწვეულის რანგში წარადგენს.

გასულ სეზონში გამოცდილმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.