ავტორიზაცია

3 მიზეზი, რის გამოც წიტაიშვილის დინამო კიევში დარჩენა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

3 მიზეზი, რის გამოც წიტაიშვილის დინამო კიევში დარჩენა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
თარიღი 05 ივლ 2021, 11:33

კიევის "დინამოს" შემტევი, გიორგი წიტაიშვილი კვლავ განათხოვრების წესით მომავალი სეზონისთვის შესაძლოა სხვა გუნდში აღმოჩნდეს.

ამაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტი. პირველი - ქართველი ვინგერი უკრაინული კლუბის განაცხადში არ ყოფილა ბოლო საკონტროლო მატჩზე.

"თეთრ-ლურჯებმა" ფრე (1:1) ითამაშეს "ლოზანასთან" და როგორც ავღნიშნეთ, გუნდის ახალგაზრდა გარემარბს მოედანზე გამოსვლის შანსიც არ ჰქონდა.

მეორე - მირჩა ლუჩესკუს განკარგულებაში ბრუნდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ეროვნული ნაკრების სახელით გამოდიოდნენ.

"ლურჯ-ყვითლებიდან" დაბრუნების შემდეგ, "დინამოში" კიდევ უფრო გაიზრდება კონკურენცია, რაც გუნდის მე-11 ნომრისთვის დამატებითი პრობლემაა.

ბოლოს კი მესამე - კიეველებმა იჯარით უკვე გაუშვეს რამდენიმე მოთამაშე და ამ კვირის ბოლომდე გუნდს ფეხბურთელები კიდევ დატოვებენ.

ისრაელში დაბადებული ფლანგელის სახელს უკავშირებენ ოდესის "ჩერნომორეცსა" და პოლტავის "ვორსკლას". ცნობისთვის, 20-წლის შემტევმა გასული სეზონი სწორედ "წითელ-მწვანეებში" ჩაატარა.