ავტორიზაცია

მილანი ტადიჩს არ ეშვება - სერბის პოზიცია ცნობილია

მილანი ტადიჩს არ ეშვება - სერბის პოზიცია ცნობილია
თარიღი 05 ივლ 2021, 12:38

როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" საკმაოდ აქტიურად ინტერესდება ამსტერდამის "აიაქსის" ლიდერით, დუშან ტადიჩით.

მართალია, "მეომართა" სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა სერბი თავდამსხმელის წასვლა გამორიცხა, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ტვიტერის თანახმად, ტრანსფერი კვლავ აქტუალურია.

"როსონერი" "ებრაელთა" ფორვარდს არ ეშვება და ამის გარდა, იტალიაში გადასვლის სურვილი თავად ფეხბურთელმაც დააფიქსირა.

იგივე წყაროს მტკიცებით, "იოჰან კრუიფ არენას" ბინადრების ათიანის "შავ-წითლებში" ტრანსფერი შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე გაიწელოს.

შეგახსენებთ, ბალკანელი შემტევი "აიაქსში" თამაშობს 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 149 შეხვედრაში 76 გოლი გაიტანა.