ავტორიზაცია

"ნეფტჩის ეყოლება მხოლოდ ერთი განაპირა მცველი, თუმცა დინამოსთან მოსაგებად ეს საკმარისია", - აზერბაიჯანული პრესა

"ნეფტჩის ეყოლება მხოლოდ ერთი განაპირა მცველი, თუმცა დინამოსთან მოსაგებად ეს საკმარისია", - აზერბაიჯანული პრესა
თარიღი 05 ივლ 2021, 12:54

7 ივლისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას თბილისის "დინამო" იღებს.

ქართული კლუბის მოწინააღმდეგე არის ბაქოს "ნეფტჩი" და უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანული პრესა საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

Azerisport-ი "ლურჯ-თეთრებთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ წერს - "ნეფტჩი განიცდის საკადრო პრობლემებს, გუნდის განკარგულებაში მხოლოდ 4 მცველია.

განაპირა აქედან არის მხოლოდ ერთი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაქოელთა უკანახაზში იდგებიან ვინგერები კავალი ან არამიში.

გუნდს სხვა პოზიციებზეც სჭირდება გაძლიერება, თუმცა არსებული რესურსი დინამოს ბარიერის გადასალახად მაინც საკმარისი უნდა იყოს".

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩს უმასპინძლებს კახაბერ ცხადაძის გუნდი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საპასუხო თამაში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.