ავტორიზაცია

რას აპირებს რიბერი ფიორენტინადან წასვლის შემდეგ?

რას აპირებს რიბერი ფიორენტინადან წასვლის შემდეგ?
თარიღი 05 ივლ 2021, 15:34

„ფიორენტინადან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული ნახევარმცველი, ფრენკ რიბერი, შემოთავაზებების მოლოდინში იმყოფება.

Sport Bild-ის ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელი „იებთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მიუნხენში დაბრუნდა, სადაც თავის ოჯახთან ერთად ატარებს დროს და კარიერის გაგრძელების ვარიანტების ძიებაშია. გამოცემა იტყობინება, რომ ფრანგი კარიერის დასრულებას არ აპირებს და 40 წლამდე სურს თამაში.

ჯერ კიდევ მარტში იწერებოდა, რომ რიბერტი „ფიორენტინადან“ წასვლას აპირებდა და გერმანიაში სურდა დაბრუნება. მაშინვე, რიბერისადმი ინტერესს რამდენიმე გერმანულ გუნდს აწერდნენ.

ფრანგი ფეხბურთელი „ფიორენტინში“ 2019 წელს გადავიდა, იქამდე კი 12 წლის მანძილზე ის მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით თამაშობდა.

„ბაიერნამდე“, რიბერის კარიერაში იყო „გალათასარაი“, „მარსელი“ და სხვა ევროპული გუნდები. გასულ სეზონში მანს ერია ა-ს 29 მატჩში 2 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.