"მინუს შვიდი წლის ვიყავი", - ჟურნალისტის შეცდომა და ბარელას სახალისო პასუხი

იტალიის ნაკრების ნახევარმცველს, ნიკოლო ბარელას, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთან კურიოზული დიალოგი გამოუვიდა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ფეხბურთელთან საუბარში, მის ასაკთან დაკავშირებით უხეში შეცდომა დაუშვა და შემდეგი რამ ჰკითხა: „თქვენ მაშინ მხოლოდ შვიდი წლის იყავით, მაგრამ, ხომ ვერ მოგვიყვებით იმ მაგიის შესახებ, რომელიც 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, იტალიაში სუფევდა?“
ბარელას თავიდან გაუკვირდა, მაგრამ შემდეგ ამ კითხვას მაინც უპასუხა: „მე 1997 წელს დავიბადე. ამ მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მინუს შვიდი წლის ვიყავი.“ ამ სიტყვების შემდეგ, ჟურნალისტმა ვეღარ მოიფიქრა, როგორ გადაეკეთებინა თავისი შეკითხვა.
იტალიის ნაკრები, ბარელასთან ერთად, ევრო 2020-ს ნახევარფინალშა გასული, სადაც ხვალ, 6 ივნისს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
უშუალოდ „ინტერის" ნახევარმცველმა ამ ევროპის ჩემპიონატზე 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.