ავტორიზაცია

მატეო გენდუზი არსენალს დაემშვიდობა

მატეო გენდუზი არსენალს დაემშვიდობა
თარიღი 05 ივლ 2021, 17:51

„არსენალის“ ნახევარმცველმა, მატეო გენდუზიმ, გუნდიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

„სტადიონი „ემირეითსი“ არასდროს დამავიწყდება. არც გულშემატკივრები, არც ქალაქი. არასდროს დამავიწყდება ის ყველაფერი, რაც „არსენალში“ გადამხდა.

ვერასდრის დავივიწყებ იამს, რომ ჩემი ერთადერთი სურვილი იყო „არსენალის“ ფერების დაცვა და ამ გუნდში თამაში. მადლობა ყველას, ვისაც ჩემი აქ ყოფნის დროს ჩემი სჯეროდა, იქნებოდა ეს ცუდი დრო, თუ კარგი. შემიძლია, კლუბს და გულშემატკივრებს მხოლოდ საუკეთესო ვუსურვო. მშვიდობით, „არსენალ“, არასდროს დაგივიწყებ და ყოველთვის „მეთოფედ“ დავრჩები.“ - ციტირებს გენდუზის სიტყვებს Goal.com.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ნახევარმცველი კარიერას „მარსელში" გააგრძელებს.