ავტორიზაცია

წარმატებული ევროს შემდეგ, ანდრეი იარმოლენკოს მსურველები მოემატა

წარმატებული ევროს შემდეგ, ანდრეი იარმოლენკოს მსურველები მოემატა
თარიღი 05 ივლ 2021, 17:54

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ და უკრაინის ნაკრების შემტევი, ანდრეი იარმოლენკო, ორი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა.

Haber365-ს ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელით „გალათასარაი“ და „ფენერბაჰჩე“ ინტერესდებიან. როგორც ცნობილია, „ვესტ ჰემი“ მზადაა, უკრაინელი შემტევი გაასხვისოს და მოლაპარაკებებში ჩასართველადაც გახსნილია.

ცნობისთვის, „გალათასარაი“ ფეხბურთელს წლიურად 2.5 მილიონ ევროს სთავაზობს, „ფენერბაჰჩე“ კი - 500 ათასით მეტს.

იარმოლენკომ ევრო 2020-ზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მისი გუნდი მეოთხედფინალამდე მივიდა, მან თავად კი ტურნირზე 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.