პიანიჩისთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის და ფავორიტი გამოიკვეთა
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
Daily Express-ის ინფორმაციით, ბოსნიელი ნახევარმცველისადმი ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ იჩენენ, თუმცა ამჟამად ფეხბურთელისთვის ბრძოლაში წინ აშკარად ლონდონური კლუბი იმყოფება, რომლის ახალი სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ სახელფასო ლიმიტის შესამცირებლად, „ბარასელონა“ მზადაა პიანიჩი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის - სამუელ უმტიტი, უფასოდ გაუშვას. თუმცა, ეს უკანასკნელი გუნდის მხოლოდ იჯარით დატოვებაზეა თანახმა.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „ბარსაში“ „იუვედან“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა და ყველა ტურნირზე მხოლოდ 30 მატჩი ჩაატარა (3 გოლი).