ავტორიზაცია

VIDEO: "ბოლოს, როცა ინგლისმა ტიტული მოიგო, დინოზავრები ბინადრობდნენ", - ევრას გიჟური ვიდეო, რომელზეც თევზი - მიკროფონია

თარიღი 05 Jul 2021, 18:37

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, პატრიკ ევრამ, „ინსტაგრამზე“ ახალი, გიჟური ვიდეო გამოაქვეყნა.

ევრო 2020-ს ნახევარფინალური მატჩის წინ, ფრანგმა ინგლისის ნაკრების მხარდასაჭერი ვიდეო გადაიღო. მასზე, ის ავტომობილის უკანა სავარძელზე, ჯგუფ Oasis-ის სოლისტის, ლიამ გალაჰერის ფორმაში ზის და მიკროფონის ნაცვლად, თევზს იყენებს.

„უკანასკნელად, როცა ინგლისმა ტიტული მოიგო, დედამიწაზე დინოზავრები ბინადრობდნენ! ასე რომ წინ! თქვენ ეს შეგიძლიათ! თევზი ცოცხალია! თქვენ მზად ხართ ამ სიგიჟესა და სიხარულისთვის? ღმერთო ჩემო! წინ, ინგლისი! ფიშ-ენდ-ჩიპს! მე წავედი.“ - ყვირის პატრისი და მანქანიდან სახურავიდან გადავიდა. 

ამით, ევრას ვიდეო არ დასრულებულა. ის მანქანაში უკვე კარიდან დაბრუნდა და თავისი საფირმო ფრაზაც დააყოლა: „მიყვარს ეს თამაში.“