ავტორიზაცია

"პსჟ ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჯერაც არ მოუგია", - ოლივერ კანმა ბაიერნის პოტენციურ ხარჯებზე ისაუბრა

"პსჟ ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჯერაც არ მოუგია", - ოლივერ კანმა ბაიერნის პოტენციურ ხარჯებზე ისაუბრა
თარიღი 05 ივლ 2021, 18:50

„ბაიერნის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა, თავისი კლუბის სტრატეგიაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვინდა, მსოფლიო დონის ფეხბურთი ვარსკვლავებისა და ახალგაზრდების შერწყმით ვაჩვენოთ. ბუნდესლიგის ზედიზედ მეათედ მოგება - რაღაც განსაკუთრებულობა იქნებოდა.

ევროთასებზეც გვსურს ავანგარდში ყოფნა. დარწმუნებული ვარ, რომ ამის კარგი შანსი გვექნება. ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა და უნდა დავფიქრდეთ, როგორ დავაყენოთ თავი ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ მიზნებს მივაღწიოთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.

„ბაიერნის“ ამ შემადგენლობას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ნამდვილად შეუძლია. წარმატების კულტურა - ჩვენი უპირატესობაა. მაგალითისთვის, „პსჟ“ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჯერაც არ მოუგია. ამიტომ, მე არ ვღელავ.“ - აღნიშნა კანმა.

შეგახსენებთ, რომ 2019/20-წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ბაიერნმა" სწორედ „პსჟ", 1:0 დაამარცხა.