ავტორიზაცია

"ჩვენ მათ კარგ ფულს ვუხდით და კლუბს ემსახურებიან", - გვარდიოლამ პედრის ოლიმპიადაზე გამოძახება გააკრიტიკა

"ჩვენ მათ კარგ ფულს ვუხდით და კლუბს ემსახურებიან", - გვარდიოლამ პედრის ოლიმპიადაზე გამოძახება გააკრიტიკა
თარიღი 05 ივლ 2021, 18:54

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ესპანეთის ნაკრების და „ბარსელონას“ ნახევარმცველის, პედრის ოლიმპიურ გუნდში გამოძახება გააკრიტიკა.

„საზაფხულო ტურნირები ისედაც საკმარისადაა. მესის სურდა 2008 წელს ოლიმპიადაზე წასვლა, იმიტომ, რომ არც მსოფლიო ჩემპიონატზე არ მონაწილეობდა და არც კოპა ამერიკაზე.

ფერან ტორესსაც და როდრისაც შეეძლოთ ოლიმპიადაზე გამგზავრება, მაგრამ ამას არ გააკეთებენ, რადგან უკვე ევროზე ითამაშეს. ისინი ვალდებულები იყვნენ, უარი ეთქვათ.

ჩვენ ამ ფეხბურთელებს კარგ ფულს ვუხდით და ისინი კლუბს ემსახურებიან.“ - აღნიშნა „ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა.

ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდება, რომლის მსვლელობისას 33 სხვადასხვა სპორტში 339 ივენთი გაიმართება.