ავტორიზაცია

კეინმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა სჭირდება ინგლისის ნაკრებს ევრო 2020-ის ფინალში გასასვლელად

კეინმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა სჭირდება ინგლისის ნაკრებს ევრო 2020-ის ფინალში გასასვლელად
თარიღი 05 ივლ 2021, 21:15

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა ევრო 2020-ის ნახევარფინალში დანიასთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

"პირველ რიგში, შესანიშნავი გუნდია. გასულ წელს მათ ერთა ლიგაზე ორჯერ ვეთამაშეთ და ვერცერთი მოვუგეთ - ფრე და მარცხი. ამის შემდეგ გავძლიერდით, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები".

"ნახევარფინალი ჩვენს სტადიონზე ჩატარდება, მთელი ეს დადებითი მომენტები უნდა გამოვიყენოთ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ვიცით, ფინალში გასვლის შესანიშნავი შესაძლებლობა გვექნება", - ციტირებს კეინის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ინგლისი - დანია 7 ივლისს, ლონდონში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.