ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონას ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში გადავიდა

ოფიციალურად: ბარსელონას ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში გადავიდა
თარიღი 06 ივლ 2021, 15:44

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონამ" უკვე თავისი ყოფილი მარცხენა მცველი, ხუნიორ ფირპო "ლიდს იუნაიტედში" 15 მილიონად გაყიდა.

იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი ვინგბექს გაყიდიან "თეთრებიც", ტრანსფერის ღირებულების 20%-ს კატალონიელებიც მიიღებენ.

იორკშირული კლუბის ახალწვეული განაპირა მცველი "ბლაუგრანაში" თამაშობდა 2019-2021 წლებში, თუმცა მთავარ გუნდში დამკვიდრება მან ვერ შეძლო.

პირენეელი ფლანგელის მონაგარი "ლურჯ-ბროწეულისფრების" შემადგენლობაში შეადგენდა 41 შეხვედრაში გატანილ ორ გოლს.