ავტორიზაცია

"ძალიან ვღელავთ" - ნეფტჩის მწვრთნელი დინამოსთან მატჩის წინ

"ძალიან ვღელავთ" - ნეფტჩის მწვრთნელი დინამოსთან მატჩის წინ
თარიღი 06 ივლ 2021, 19:35

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" შინ ბაქოს "ნეფტჩის" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ კომენტარი ბაქოელთა მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა გააკეთა.

"ჩვენთვის დიდი პატივი და გამოწვევაა, რომ წლების შემდეგ ნეფტჩი კვლავ ევროტურნირებზე ითამაშებს.

სიმართლე გითხრათ, ძალიან ვღელავთ და იმედია, ეს დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას არ გამოჩნდება.

ხვალინდელი თამაში ძალიან დაძაბული იქნება. დინამო კარგად შევისწავლეთ, თეორიულად მათ კარგად ვიცნობთ და ვნახოთ, პრაქტიკაში რა გამოვა.

დინამო დიდი ტრადიციების ისტორიული გუნდია, რომელიც დიდი ხანი თასების მოსაგებად იბრძოდა", - განაცხადა აბასოვმა