ავტორიზაცია

კახა ცხადაძე: "ნეფტჩის პლუსების წარმოჩენაში ხელი უნდა შევუშალოთ"

კახა ცხადაძე: "ნეფტჩის პლუსების წარმოჩენაში ხელი უნდა შევუშალოთ"
თარიღი 06 ივლ 2021, 19:51

ბაქოს "ნეფტჩისთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა.

ნეფტჩის თამაშები კარგად განვიხილე. ისინი საკმაოდ ძლიერები არიან და კარგ ფეხბურთს თამაშობენ.  

უნდა ვეცადოთ, რომ შედეგის მისაღწევად, ნეფთჩის პლუსების წარმოჩენაში ხელი შევუშალოთ და მათი მინუსები მაქსიმალურად ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში წარმატებულად ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ 6 წელი გავიდა.

დიდი დროა გასული, ნეფთჩიში გუნდი შეიცვალა, მწვრთნელი შეიცვალა და ამიტომ დღეს ძნელია გამოცდილების სახით რაიმე პლუსებზე საუბარი", - განაცხადა ცხადაძემ.